გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი ლიგა 1-ში

10 თებერვალი 2025, 10:08 136 ნახვა

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო.

გიორგიმ 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა. „ლიონმა“ 33 ქულა დააგროვა და  21 ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.

გუნდი კონფერენს ლიგის ზონაში დაწინაურდა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში