ქართველმა ჩოგბურთელმა შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო

10 თებერვალი 2025, 09:15 105 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში  ტურნირი მოიგო. შეჯიბრების ფინალში ქართველმა ჩეხი მარტინ კრუმიჩი სამ სეტში, 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა.

ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე საბა ფურცელაძემ ორ რუს, ერთ ავსტრიელ და ერთ რუმინელ მეტოქეს მოუგო.

ქართველი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 455-ე პოზიციას იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში