ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა - ვიქტორ ორბანი

09 თებერვალი 2025, 10:05 362 ნახვა

ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, – ამის შესახებ შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მადრიდში, ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტზე განაცხადა.

„ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა. გუშინ ჩვენ მათთვის ერეტიკოსები ვიყავით, დღეს კი მეინსტრიმი ვართ. დღეს პროგრესული გლობალური ელიტა იპარავს ევროპას ევროპელებისგან“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, ევროპის მოსახლეობის ჩანაცვლება არის არა კონსპირაციული თეორია, არამედ ნამდვილი პრაქტიკა.

მადრიდში გამართული ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტის სლოგანი იყო „გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში