სახალხო დამცველის აპარატი ღოღობერიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებს

26 აპრილი 2017, 00:00 2993 ნახვა

წინასწარ პატიმრობაში მყოფი მერაბ ღოღობერიძე სახალხო დამცველის აპარატს დოკუმენტებისა და პირადი საუბრის გასაჯაროებას სთხოვს, რომელიც მის დაკავებამდე მოხდა და მისი მტკიცებით პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას გულისხმობდა. 

ამის შესახებ, გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაყვანის დროს, ურნალისტებს ბრალდებულმა მერაბ ღოღბერიძემ განუცხადა.

დღეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე ამბობს, რომ  ოღობერიძესთან შეხვედრის დროს მიწოდებულ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებს, ვინაიდან ამის უფლებამოსილება სახალხო დამცველის აპარატს არ გააჩნია.

ციალა ქათამიძე ადასტურებს, რომ შეხვედრაზე იყო საუბარი მხოლოდ ღოღბერიძის დაკავების შემდგომ პროცესზე. სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაკავებულს მათთვის დოკუმენტები არ გადაუცია.

"დოკუმენტის გადმოცემის  ფაქტს ვერ დავადასტურებ, რადგან მას ჩვენთვის არ გადმოუცია იგი. სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე დაგვირეკა, ბათუმის დროებით იზოლატორის  ხელმძღვანელმა და გვითხრა, რომ  შეხვედრა სურდა ღოღბერიძეს ჩვენი აპარატის წარმომადგენლებთან. იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები. ღოღბერიძემ ისაუბრა იმ თემებზე, რომელიც დაკავების შემდეგ პერიოდს ეხებოდა, თუმცა საუბრის შინაარსს ვერ გავასაჯაროვებთ,  საქმის წარმოების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში აისახება იგი. მანადმე კი იმ ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილება ღოღობერიძის ადვოკატებს აქვს" - განაცხადა ციალა ქათამიძემ მაუწყებელთან საუბრისას.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი