მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

07 თებერვალი 2025, 19:58 84 ნახვა

ონლაინ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი, მორიგი აქცია, გაიმართა აჭარის პროკურატურასთან.
ადგილზე სხვადასხვა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მედია მენეჯერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ითხოვენ სახელმწიფომ მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს, იგი ამჟამად ვივამედის კლინიკაშია გადაყვანილი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში