ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპექტაკლი სახელწოდებით „მე„ განახლებული ვერსიით წარადგინეს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი ქლაინია. იგი პირველად ორი წლის წინ დაიდგა, თუმცა ახლა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოდნავ განსხვავებული ვერსიაზე იმუშავეს.
სტუდენტების თქმით, სპექტაკლის თემატიკა თანამედროვე ახალგაზრდების პრობლემებს ეხება.