ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების მონიტორინგი

06 თებერვალი 2025, 20:01 259 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების სანიტარულ-ტექნიკური და ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი განახლდა. მონიტორინგის ფარგლებში ოთახებსა და კვების ბლოკში ჰიგიენური ნორმების შესწავლა და სისუფთავის ხარისხზე საანალიზო ნიმუშების აღება ხორციელდება. აგრეთვე წარმოებს მზა კერძების ნიმუშების აღება კალორიულობაზე.
მონიტორინგის ფარგლებში ეტაპობრივად შემოწმდება ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში