მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ექიმთა კონსილიუმს შექმნის

06 თებერვალი 2025, 10:03 85 ნახვა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მზია ამაღლობელთან ექიმთა კონსილიუმი შევა, რომლის შექმნის თხოვნითაც ომბუდსმენს მოშიმშილე ჟურნალისტის წარმომადგენელმა მიმართა. ლევან იოსელიანის განმარტებით პროცედურა დაწყებულია, თუმცა ჯერ არ იცის ზუსტად როდის შევლენ ექიმები მზია ამაღლობელთან.

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 26-ე დღეა შმშილობს, იგი მეორე დღეა კლინიკა ვივამედშია. სამედიცინო დაწესებულების  კლინიკური დირექტორის ინფორმაციით მზია ამაღლობელს აქვს წონის კლება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტურია.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის კვლევები გრძელდება, ის კონსულტირდება სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ, კლინიკის დატოვების შესახებ რეკომენდაცია კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში