ავტომობილებით საპროტესტო მარში გაიმართა ბათუმის ქუჩებში. მოქალაქეები შეძახილებითა და დროშებით მსვლელობით გამოხატავენ მხარდაჭერას აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ,ითხოვენ მათ გათავისუფლებას, მათ შორის აქცენტი კეთდება მზია ამაღლობელზე, რომელიც შიმშილობს.
მარშის მონაწილეები ასევე აცხადებენ რომ პოლიციელები იქცნენ მოღალატეებად ,რის გამოც უნდა დაისაჯონ,მთავარ მოთხოვნად ასევე რჩება ხელახალი არჩევნების ჩატარება.