საქართველოში სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმების შედეგად აღმოჩენილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტების რაოდენობა, გასული წლის მსგავსად, წელსაც მრავლადაა.
რეგულარულ მონიტორინგს ბათუმის მერიის ზედამხედველობის და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. დარღვევები ძირითადად დეზინფექცია-სტერილიზაციას ეხება, რამაც შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გავრცელება/გადადება გამოიწვიოს.