ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასზე რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელს, „ლე მანს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მერვედფინალურ შეხვედრაში ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.
ხვიჩა კვარაცხელია კი პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო. გოლები „ლე მანის“ კარში დეზირე დუემ და ბარკოლამ გაუტანეს. საბოლოოდ, „პარი სენ-ჟერმენმა 2:0 მოიგო და საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ფრანგული გრანდის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მან ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება - 8.1 ქულა მიიღო.