სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლით „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევა დაიწყო.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.