აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მარკო რუბიოს USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

04 თებერვალი 2025, 09:57 118 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დიდი ხანია, გადაუხვია მის თავდაპირველ მისიას, რომელიც ამერიკის ინტერესების წინ წაწევას ემსახურებოდა და ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება აშშ-ის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების გადახედვა, რომლის მიზანიცაა რეორგანიზაცია, ამის შესახებ კი რუბიომ უკვე აცნობა კონგრესს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული არ იქნას გაფლანგული“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში