ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები უნივერსიტეტის ფოიეში 6 თებერვალს სპექტაკლს გამართავენ. მათ ცოტა ხნის წინ საჯარო განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში წერია, რომ სპექტაკლი სახელწოდებით - ,,მე" სტუდენტების შესახებ დოკუმენტურ ამბებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასახავს. ოც დღეზე მეტია, სტუდენტების ნაწილს დაკავებული აქვს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიე და პროტესტის ამ ფორმით ისინი საყოველთაო წინააღმდეგობას უერთდებიან.