კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ! - ლორა თორნტონის მიმართვა საქართველოში პროტესტის მონაწილეებს

02 თებერვალი 2025, 12:54 110 ნახვა

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი პროტესტის ნიშნად ქართველ ფერმერებს სამთავრობო შენობებთან ნეხვის დაყრისკენ მოუწოდებს. 

"არის ფრანგული მიდგომა, სადაც მოჰყავთ სატვირთო მანქანები და ხერგავენ მათ დედაქალაქში! კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!!“ - წერს ლორა თორნტონი X-ზე.

თორნტონი „დროას“ წევრის, მარიკა მიქიაშვილის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც მიქიაშვილი სერბეთის და საქართველოს მაგალითებს განიხილავს და აცხადებს, რომ ვუჩიჩის ჩამოგდება უფრო მარტივია, ვიდრე ივანიშვილის.

როგორც ლორა თორნტონი წერს, მნიშვნელოვანია, პროტესტის მონაწილეებმა ერთმანეთისგან ისწავლონ და ახალი ტაქტიკები სცადონ. მისივე თქმით, სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლები ერთმანეთს სტიმულს აძლევს, რის მაგალითადაც სლოვაკეთი მოჰყავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში