აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

01 თებერვალი 2025, 20:38 103 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, დაკავებულია ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი ისაკო დევაძეა, რომლის საცხოვრებელ ბინაშიც დღეს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.

დღეს, სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში