ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტისა და Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის პროცესზე დასასწრებად შენობაში შევიდა ადვოკატი შოტა თუთბერიძე.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთ დამფუძნებელ ილია ღლონტის სახლთანაც. როგორც აჭარის მაუწყებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა.