ბათუმში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

31 იანვარი 2025, 14:05 87 ნახვა

თბილისის პარალელურად ბათუმში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციების 65-ე დღეს პროტესტისა და სოლიდარობის მარშია დაგეგმილი.

მომიტინგეებმა უკვე მეორე ღამე გაათენეს აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარედ კარვებში. ისინი მზია ამაღლობელის ჯანმრთელების მდგომარეობის საფრთხის მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ შორის სხვა პატიმრებისაც, რომლებიც აქციებზე დააკავეს. კარვების პროტესტის დაწყება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად სპეციფიკური საგამოძიებო სამსახურისა და სხვა უწყებებისგან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღეს

ისინი ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ხოლო ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ.

მზია ამაღლობელი სწორედ დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში