სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჩავიდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერგეი კირიენკო რუსეთის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურატორად დაინიშნა.
კრემლის მაღალჩინოსანი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას შეხვდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის ე.წ ელჩი აფხაზეთში მიხაილ შურგალინი.
შეხვედრაზე მხარეებს შორის შემდგომი ურთიერთობა და აფხაზეთ-რუსეთის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.