ხვალ „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას შვეიცარიასთან გამართავენ

31 იანვარი 2025, 10:44 78 ნახვა

ხვალ ბორჯღალოსნები 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავენ. საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპირველობის დებიუტანტი შვეიცარიის ნაკრები იქნება.

რიჩარდ კოკერილის მიერ გამოძახებული 37 მოთამაშიდან 22 ლეგიონერია, 15 კი „შავ ლომს“ წარმოადგენს. მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება და 16 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნები 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე “ავჭალაზე” ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს ესპანეთთან სტუმრად მატჩით დაასრულებენ.

ბე ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ნახევარფინალში გავლენ და ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურსაც მოიპოვებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში