ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, „ეი-ტი-ეიპის“ (ATP) 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0 7:6დაამარცხა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ATP-ის კატეგორიის ტურნირზე ბოლოს 2023 წელს ითამაშა.