ქართველების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 

31 იანვარი 2025, 09:03 96 ნახვა

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპვეს. მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191.88 ქულა დააგრვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ  ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მამაკაცთა შეჯიბრებაში ნიკა ეგაძე – მეორე, ხოლო ანასტასია გუბანოვა პირველ  ადგილზეა – გუბანოვა თავისუფალი პროგრამით დღეს იასპარეზებს, ეგაძე კი მაყურებელთა წინაშე პირველ თებერვალს წარსდგება.

დღესვე, შეჯიბრებაში რითმულ ცეკვებში საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში