ბათუმში ამერიკა-საქართველოსდიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მოხსენებებს კითხულობენ.
კონფერენციის ფარგლებში, დღესვე ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება. ამერიკის დღეების აღნიშვნა 24 აპრილს დაიწყო და 28 –ში დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო- შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.