პროტესტით დახვდნენ დღეს ჟურნალისტები ირაკლი კობახიძეს თბილისში მესხის სტადიონზე, სადაც პრემიერ-მინისტრი სპორტულ საზოგადოებას ხვდებოდა.
თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს - ამ ბანერებით და შეძახილებით შეაცილეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ღონისძიებაზე.
აქციის მონაწილე ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს. ირაკლი კობახიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.