“ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში

29 იანვარი 2025, 14:38 135 ნახვა

2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება - ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშში აისახა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე.

მათივე ცნობით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2024 წელს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე; საპარლამენტო არჩევნებზე; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაზე; საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულად გაუარესდა მედიაგარემო და მედიის წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში