მოტომრბოლელთა დაჯილდოება

29 იანვარი 2025, 13:55 120 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო 2024 წლის წარმატებული მოტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას, რომელიც ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 2024 წლის გამარჯვებული მოტომრბოლელები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს შესაბამის დისციპლინებში.

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელს ტურნირები ოთხ დისციპლინაში მოეწყო. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები რეგიონებში, რომლებშიც ადგილობრივი კლუბები აქტიურად მონაწილეობდნენ.

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითვე მოტოსპორტის ფედერაციამ საშეჯიბრო დროის აღრიცხვის სისტემა შეიძინა, რაც სამომავლოდ შეჯიბრებების უფრო სამართლიანად ჩატარებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში