კოალიცია ძლიერი საქართველო გენერალურ პროკურორს მიმართავს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს.
ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მედიამენეჯერი არის უკანონოდ დაკავებული და წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე აბსურდულია.
ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურორს ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.