ექიმების ბრიფინგი

28 იანვარი 2025, 19:57 471 ნახვა

ბათუმელმა ექიმებმა ,,ბათუმელებისა’’ და ,,ნეტგაზეთის’’ ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგი გამართეს.
მედიკოსები მოითხოვენ, დაკავებულ მზია ამაღლობელთან სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები შეუშვან. ექიმების განცხადებით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია, რადგან შიმშილობის მე-17 დღეს მას შესაძლოა ორგანოების უკმარისობა დაეწყოს.
მედიკოსები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე პენიტენციურ სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა მოეხდინა უზრუნველყოფა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების თაობაზე.
ექიმების თქმით, უკანონო ხელისუფლება მზია ამაღლობელს სიმართლისთვის სჯის.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში