მერაბ ღოღობერიძეს 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავებიან

24 აპრილი 2017, 00:00 3073 ნახვა

დაახლოებით 1 საათის წინ მერაბ ღოღობერიძეს ბრალი წარუდგინეს. მას გამოძიება მასობრივი არეულობის ორგანიზებას და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. იგი ჯერ ადმინიატრაციული წესით, მოგვიანებით კი 11-12 მარტის აქციის საქმეზე დააკავეს.

სავარაუდოდ, იგივე მუხლებით დაიწყება გამოძიება კიდევ ერთი დაკავებულის, ირაკლი ჩხვირკიას მიმართ. აქციიდან თვე-ნახევარში პროკურატურას სისხლის სამართლის 20 ბრალდებული ჰყავს, აქედან, ერთია გირაოთი გათავისუფლებული. საქმის არსებითი განხილვა მაისში დაიწყება.

დღეს კი საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ უნდა ემსჯელა, თუმცა იგი სამართალდამცავებმა იზოლატორიდან დარბაზში არ მიიყვანეს, თუ რატომ? ამაზე პოლიციაში დღეს განმარტება არ გააკეთეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი