უნგრეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, –ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა. ინფორმაციას Infostart-ი ავრცელებს.
„უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს, თუ – არა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ცნობისთვის, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში 27 იანვარს მიიღეს. არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთი და უნგრეთი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.