საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე.
სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს როგორც, ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ესტონეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც ვიზიტის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.