ნაციონალური მოძრაობა შესაბამის უწყებებს მიმართავს კანონით მინიჭებული სტატუსი მიენიჭოს აქციებისას დაკავებულ თემურ ქათამაძეს, რომელსაც საზოგადოება “მედროშის” სახელით იცნობს.
ოპოზიციური პარტიის წევრი ნიკა ქაშიბაძე ირწმუნება, რომ სხვა ეროვნების პირებზე მოქალაქეობის მინიჭება პრობლემას არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ქათამაძისთვის კი ეს ქაშიბაძის განმარტებით, პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
ოპოზიციის წევრი ითხოვს, დროულად გადაიხედოს აღნიშნული საქმე და დაკავებულს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი, რადგან უპრობლემოდ შეძლოს საქართველოში ცხოვრება.