ბათუმში შუახნის კაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ე.წ. გოროდოკის დასახლებაში ცხედარი გუშინ ადგილობრივებმა იპოვეს. შუახნის კაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლთ იძიებს.