ავტოსადგურების რეფორმა

24 იანვარი 2025, 14:14 232 ნახვა

ავტოსადგურების რეფორმა - აღნიშნულ თემაზე საქართველოს ერკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ავტოსადგურების სერტიფიცირების, ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის  მინისტრის მოადგილე, ასევე სახმელეთო ტრანსპორტისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  და ავტოსადგურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას.

"ასევე, სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნასა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობის სტიმულირებას. ამ მიზნების მისაღწევად კი ავტოსადგურების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ისარგებლონ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიტებით, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში