აშშ-ის პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე, რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. დონალდ ტრამპმა დაამოწმა ბრძანება, რომლის თანახმად კრიპტოვალუტის სფეროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
აღნიშნა, რომ აშშ გახდება მსოფლიოს „კრიპტოკაპიტალი“ და ეს ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც აბორტის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე 23 აქტივისტის შეწყალებას მოიცავს.
არჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ბრძანებით გრიფი მოხსნა.