გარდაიცვალა საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი

23 იანვარი 2025, 11:07 83 ნახვა

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი.

ვახტანგ ნანიტაშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს რადიოს პოპულარული გადაცემის „პიკის საათის“ დაარსება, რომელიც დღესაც გადაიცემა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.

ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა „საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი  მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ ნანიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი