ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა.
რექტორობისთვის კანდიდატს 11 წევრიანი აკადემიური საბჭოდან უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ტიტე აროშიძემ ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრების 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილია.
ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობისთვის იბრძოდნენ ,,ქართული ოცნებიდან'' უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.
ბსუ-ში რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.