აქციაზე გზის გადაკეტვის საქმე - სასამართლო პროცესი

21 იანვარი 2025, 14:08 78 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 16 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გამსახურდიას ქუჩის  გადაკეტვასთან დაკავშირებით პროცესები.

პოლიციის ბათუმის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, აქციის მცირერიცხოვანმა მონაწილეებმა, დაახლოებით 25 ადამიანმა ქუჩის სავალი ნაწილი დაიკავა, რისი აუცილებლობაც არ იყო.  

ოქმში ასევე მითითებულია, რომ ისინი არ დაემორჩილნენ ქალაქის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძის მოწოდებას.

ამ სამართალდარღვევის გამო პოლიცია ითხოვს 12 პირის მიმართ ადმინისტრაციულ მსჯავრს. დღეს გაიმართა ირმა ზოიძის, თორნიკე კაკალაძისა და ლაურა ქარცივაძის სასამართლო პროცესები.

ადვოკატების თქმით,  პოლიციას მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და მხოლოდ გაზეთ ბათუმელების მიერ ჩაწერილი ინტერვიუების ნაწყვეტები აქვს მტკიცებულებად წარდგენილი.  მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე  გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი