აქციაზე გზის გადაკეტვის საქმე - სასამართლო პროცესი

20 იანვარი 2025, 14:09 126 ნახვა

ამ წუთებში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე  ვაჟა დარჩიას საქმეს განიხილავს. მანამდე კი აზა გაბუნიას და ლევან გორგილაძის საქმეზე მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოიკვლია ვიდეო მტკიცებულებები.

საქმე ეხება 16 დეკემბერს ბათუმში მთავრობის სახლთან აქციაზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმზე, რითაც სამ პირს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

როგორც დაცვის მხარე ამბობს, მტკიცებულებებით პირთა დანაშაული არ მტკიცდება. მოსამართლემ კი თქვა, რომ საქმეზე გადაწყვეტილებას 24 იანვარს 12 საათზე გამოაცხადებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი