საქართველოს 37-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს. სეზონი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონის, „იბერიისა“ და „თელავის“ მატჩით გაიხსნება.
ეროვნული ლიგის დებიუტანტი საგარეჯოს „გარეჯი“ იქნება, ხოლო ლიგა 2-ს „გონიო“, ტყიბულის „მეშახტე“, მარტვილის „მერანი“ და „იბერია 2“ შეურთდებიან. რაც შეეხება ბათუმის დინამოს, ის პირველ მატჩს აჭარაბეთ არენაზე 2 მარტს, თბილისის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
აქვე გეტყვით, რომ ზღვისპირელებმა 26 წლის კონგოელი მცველი მესიე ბიტუმუსოკა დაიმატეს, რომელიც ბულგარეთის ბოტევში თამაშობდა და კონგოს და ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.