სააპელაციო სარჩელი მზია ამაღლობელის საქმეზე

18 იანვარი 2025, 20:16 96 ნახვა

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით მას ამ დრომდე არ დაკავშირებიან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, სადაც შეტანილი იყო სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ადვოკატის თქმით გადაწყვეტილება სამართლებრივად უსაფუძვლოა, რადგან არც გაქცევის არც მოწმეებზე ზემოქმედების ან რაიმე სხვა სახის საფრთხე მზია ამაღლობელისგან არ მოდის და ის შუამდგომლობდა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე, ანალოგიური გირაოს მოთხოვნა წარდგენილია სააპელაციო სასამართლოშიც, ადვოკატის თქმით სარჩელი 15 იანვარს 17:45-ზე შეიტანა და სამდღიანი ვადა დღეს 18 საათზე იწურებოდა, თუმცა ჯერჯერობით მას არავინ დაკავშირებია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში