დილიდან განახლდა ბათუმში, მოზარდის სამძებრო სამუშაოები. მეცხრე კლასელს მეორე დღეა ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, სამძებრო სამუშაოები სანაპირო ზოლზე და ზღვაში სამაშველო კატარღებით მიმდინარებს.
მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე გავრცელებული ინფორმაციით გუშინწინ საღამოს გაუჩინარდა. ოჯახი ამ ეტაპზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 555105500, 599451122.