18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში - თოვლი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი - გარემო

17 იანვარი 2025, 14:53 224 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი; 19-20 იანვარს ზღვაზე – 4-6 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში