ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემა ბუნდესლიგაში

16 იანვარი 2025, 08:08 61 ნახვა

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში პირველი საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი გუნდი ბრემენში „ვერდერს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, ორ გოლში მიიღო მონაწილეობა, ერთი საგოლე პასიც მიითვალა და 7.1 შეფასება მიიღო.

17 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა“ 14 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და მე-15 ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში