ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია დაბრუნდა 

16 იანვარი 2025, 08:05 31 ნახვა

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში ევროლიგის შეხვედრაში დაბრუნდა, რომელიც იტალიურმა გუნდმა კაუნასის „ჟალგირისთან“ 68:77 წააგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ევროლიგაზე გამართული 21 შეხვედრის შემდეგ „ვირტუს ბოლონია“ 6 გამარჯვებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში