პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესი იცვლება

23 აპრილი 2017, 00:00 2199 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი კომისიამ გუშინ 4 საათიანი შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო. არაერთი ალტერნატიული წინადადების მიუხედავად, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ქვეყნის მთავარი კანონის პროექტში ცვლილებები არ შეუტანიათ და კენჭისყრაზე არსებული პროექტი გაიტანეს.

კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მესამე სექტორი. მათი განცხადებით, მმართველ პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ალტერნატიული ვარიანტი არც კი განუხილავთ. მესამე სექტორისა და ოპოზიციური პარტიებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში არაერთი საკითხია სადაო, თუმცა მთავარი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესია.

ცვლილებების მიხედვით,  საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და პარლამენტში ის პარტიები შევლენ, რომლებიც 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. გაუნაწილებელი მანდატები კი გამარჯვებულ პარტიას მიეკუთვნება. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, საქართველოს მეთაურს, ხალხის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს პარლამენტში 300 ხმოსნით.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი