შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდით სარგებლობა დროებით შეზღუდულია

15 იანვარი 2025, 14:54 156 ნახვა

ტექნიკური ხარვეზის გამო, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდით სარგებლობა დროებით შეზღუდულია. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ შიდა ქსელის სისტემური დაზიანების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეჩერებულია გარკვეული სახის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა. აქვე გაცნობებთ, რომ სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის/ RS ბოტის მეშვეობით, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge. შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში