აქცია აჭარის ტელევიზიასთან

14 იანვარი 2025, 21:08 471 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან აქცია იმართება. სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები მაუწყებლისგან პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ. შეკრებილების თქმით, მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სურთ საუბარი.

“ბათუმელების” რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, ის ტელევიზიის შენობაში კარის დაკეტვამდე შევიდა. მას ჯერ დაჰპირდნენ, რომ ეთერში შეიყვანდნენ და ამისთვის მზადებაც დაიწყეს, თუმცა შემდეგ შენობის დატოვება მოსთხოვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანი ქეთი ბოლქვაძე ამბობს, რომ ეთერ თურაძე 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას უნებართვოდ შევიდა საეთეროში. წამყვანის განცხადებით, მან თურაძეს განუმარტა, რომ არ ჰქონდა უფლება შეეყვანა პირდაპირ ეთერში, რადგან სიუჟეტები და ჩართვები იყო დაგეგმილი. იგივე განმარტება გააკეთა რედაქტორმაც, რომ ხელი არ შეეშალათ პირდაპირი ეთერისთვის. ქეთი ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს იყო ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა.

პარალელურად, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის მხარდამჭერი აქცია თბილისში, „საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც" იმართება.

დღეს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში