ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც ფინალის საგზურს დღეს საღამოს გაითამაშებენ.
ერთმანეთს 57, 70, 74, 86 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიების ფალავნები შეეჯიბრებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში გავიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე, რომელიც ანდრო მარგიშვილს დაუპირისპირდება.
დღესვე გაირკვევა იმ მოჭიდავეების ვინაობაც, რომლებიც რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთის გააგრძელებენ ბრძოლას.
აქვე გეტყვით, რომ დღეს კიდევ ხუთი წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდებიან. საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ხვალ დასრულდება.