გლოვის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

09 იანვარი 2025, 11:45 122 ნახვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში